საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

2021-2022 სასწავლო წელს ომანის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საუდის არაბეთში ომანის სასულთნოს მთავრობის მიერ გამოყოფილია სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის.


ქართველი სტუდენტებისთვის, სტიპენდიების ფარგლებში, საინჟინრო ფაკულტეტზე განკუთვნილია 1 ადგილი; ასევე, ტექნოლოგიურ და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის შექმნილია 4 საკონკურსო ადგილი ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით. კონკურსანტი სტუდენტების შეჯიბრება შესაძლებელია მეორე ტურში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პროგრამების ნახვა გაერთიანებული მიმღები ცენტრის ვებგვერდის ელექტრონულ სისტემაში.


აღნიშნული სტიპენდიების მიღების მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ მოთხოვნა ომანის უმაღლესი განათლების მიღების ცენტრში, შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.heac.gov.om მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამების პირობების შესახებ იხილეთ დანართის სახით.

თარიღი: 07/11/2021